მთავარი     ::    კომპანია    ::    გალერეა    ::    სიახლეები    ::    პარტნიორები    ::   სტატია-რეკომენდაცია    ::  კონტაქტი
   ვეტერინარული :.
   სამედიცინო :.
   გამოკითხვა :.
.......
ენდობით თუ არა კომპანია "დავათის" მიერ გამოშვებულ პროდუქციას?
ვენდობი
-----
არ ვენდობი
-----
ჯერ არ მქონია შეხება
-----


რეზულტატების ნახვა
  ამინდი  :.
   ვალუტა :.

 

 
   :.

 ნაფტიზინი
Naphthyzinum 0,1%, 0,05%
ცხვირის წვეთები 0,1%, 0,05%
DAVATI - საქართველო

წამლის ფორმა:
ნაფტიზინი 0,1% და 0,05% ცხვირის წვეთები
სინონიმი:
ნაფაზოლინის ნიტრატი
შემადგენლობა:
ნაფაზოლინის ნიტრატი 0,01 გ, ბორის მჟავა 0,2 გ, გამოხდილი წყალი 10 მლ-მდე, ნაფაზოლინის ნიტრატი 0,005 გ, ბორის მჟავა 0,1 გ, გამოხდილი წყალი 10 მლ-მდე. 
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის გამჭირვალე ხსნარს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა-ადენომიმეტური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს პერიფერიული სისხძარღვების მიმართ გააჩნია შემავიწროებელი მოქმედება, რაც განპიროვნებულია მისი ალფა- ადენორეცეპტორებზე ზემოქმედების შედეგად. პრეპარატი ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს შეშუპების საწინააღმდეგომოქმედებას. ვენოზურ სინუსებში სისხლის ნაკადის შემცირების შედეგად იგი რინიტების დროს აადვილებს ცხვირით სუნთქვას. აგრეთვე აფართოებს თვალის გუგას, ამცირებეს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შეწოვას.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მწვავე რინიტების, ჰაიმორის წიაღის ანთების სამკურნალოდ. ასევე ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად. ნაფტიზინი ასევე გამოიყენება ქირურგიული, რინოსკოპული და სხვა დიაგნოსტიკული მანიპულაციების დროს. ნაფტიზინის გამოყენება შესაძლებელია ალერგიული კონიუქტივიტის, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვის შესანელებლად. 
 
უკუჩვენება:
ქრონიკული რინიტების დროს, ჰიპერტენზია ტახიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ჰიპერთირეოზი. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძობელობა.
ბავშვთა ასაკი 2 წლამდე 0,05%.
ბავშვთა ასაკი 15 წლამდე 0,1%.
მიღების წესები:
მოზრდილებში რინიტების დროს რეკომინდირებულია ნაფტიზინის  0,1% 1-3 წვეთის თითეულ ნესტოში დღეში 1-3-ჯერ ჩაწვეთება.
2 წლის ზევით ასაკის ბავშვებში 0,05%-0,0025% ნაფტიზინი 1-2 წვეთის ოდენობით. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაფტიზინი არ გამოიყენება.
ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში უმჯობესია 0,05% ხსნარით დასველებული ტამპონის გამოყენება. კონიუნქტივების დროს კონიუნქტივალურ პარკში ახდენენ 0,05% ხსნარის 1-2 წვეთის ინსტილაციას.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შეწოვის შენელებისათვის და მათი მოქმედების გახაგრძლივებისათვის 1 მლ საანესთეზიო ხსნარს უმატებენ 2-4 წვეთ ნაფტიზინის 0,1% ხსნარს.
სიფრთხილე:
ვიდრე დაიწყებდეთ პრეპარატის მიღებას კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.
ურთიერქმედება სხვა პრეპარატებთან:
ნაფტიზინი ამცირებს პერორალური ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების თერაპიულ აქტივობას. იგი აძლიერებს ცნს-ის მასტიმულირებელი საშულებების ეფექტს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება 7-8 დღეზე მეტი ხნით არ არის რეკომენდირებული. მის მიმართ მგძნობელობის დაქვეითებისა და ეფექტურობის შემცირების გამო. პრეპარატის ერთდროული გამოყენება მაოს-ს ინჰიბიტორებთან (ნიალამიდი, ბეფოლი) არ არის რეკომენდირებული. ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 10 დღის შემდეგ არის შესაძლებელი ნაფტიზინის დანიშვნა. 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება ზოგადი რეზორბციული მოვლენები: თავბრუხვევა, არტერიული წნევის მომატება, აღნიშნული შემთხვევების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეყვეტა და სიმპტომატური თერაპიის დაწყება სიმპათო და ადრენოლიზური საშუალებებით. 
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების დასაწყისში შესაძლებელია აღინიშნოს წვის ან სიმშრალის შეგრძნება, რომელიც თანდათან ქრება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მისი მოქმედების ეფექტი მცირდება, რაც გამოწვეულია ტაქიფილაქსიის განვითარების შედეგად.
ვარგისიანობის ვადა:
3
წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის შენახვა შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
გამოშვების ფორმა:
10
მლ ხსნარი პლასტმასის ფლაკონებში.
შენახვის პირობები:
“ბ” სია ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე
აფთიაქიდან გაცემის წესი:
(გაიცემა ურეცეპტოდ.) ფარმაცევტული პროდუქტის გგუფი III

 

 
   ინფორმაცია :.






 
Copyright © DAVATI LTD