facebook pageview
მოძებნეთ სასურველი პროდუქცია
1

ფენბენდაზოლი 22.2

DAVATI, საქართველო, ჰოლანდია

 შემადგენლობა:

ფენბენდაზოლი 222 მგ. სახამებელი 778 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფენბენდაზოლი არის მოქმედების ფართო სპექტრის პრეპარატი, რომელიც აქტიურიაზდასრული და ახარგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვიციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრების დაბინძურებას.

 პრეპარატის მოქმედების მექანიზმი იწვევს ჰელმინთების ნახშირწყლების ცვლისა დამიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, რის გამოც ისინი იღუპებიან და ფეკალიებთან ერთადგამოდიან გარემოში.

 ფენბენდაზოლი დაბალტოქსიურია თბილსისხლიანებისთვის. თეთრ თაგვებში სასიკვდილოდოზა (სდ 50) ორალურად მიღებისას შეადგენს 10000 მგ/კგ. არ ახასიათებს ადგილობრივიგამაღიზიანებელი და მასენსიბილიზირებელი თვისებები.

ჩვენებები:

ფენბენდაზოლი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის ცხენის, ბეწვიანი ცხოველებისა და ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს:

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კუპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტრონგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსასკაროზი, ტოქსასკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, გეტერაკიდოზი.

- ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი,პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგლიოზი, ცისტოკაულიოზი, მეტასტრონგილოზი).

- ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი)

- ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარაფისტომატოზი)

 ფენბენდაზოლი ეძლევათ შიგნით ერთჯერადად ინდივიდუალური ან ჯგუფურიდეჰელმინთიზაციისათვის. შერეული ნახევარ ნორმა საკვებში წინასწარი მშიერი დიეტის გარეშეჯგუფური დამუშავებისას ყურადღება უნდა მიექცეს საკვებში პრეპარატის თანაბარ შერევას.

მიღების წესი და დოზირება:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ძირითადი დოზა 3,4 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

ცხვარი, თხა – ძირითადი დოზა 2,3 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

მონიეზიოზზე და ფასციოლოზზე 4,5 გრ. ცოცხალ მასაზე.

ცხენი – მოზარდი 4 წლამდე 4,5 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

ცხენები 4 წელზე უხნესი – 3,4 გრ. 100 კგ. ცოცხალ მასაზე.

ღორი – 2,3 გრ. ცოცხალ მასაზე.

ფრინველი – 0,45 გრ. 10 კგ. ცოცხალ მასაზე, ორჯერადად.

ბეწვიან ცხოველებში – ტოქსოკაროზის და ტოქსასკარიდოზის დროს 1,0 გრ 15 კგ. ერთჯერდღეში 2 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები:

ფენბენდაზოლის მიღება იგრძალება მწვავე ფასცილიოზის დროს, ახურების პერიოდში დამაკეობის პირველ პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

აღწერილი არ არის.

 ფენბენდაზოლის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა დატექნიკის უსაფთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულპრეპარატებთან მუშაობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცედ დაკვლა შეიძლება დეჰელმინთიზაციისჩატარებიდან 14 დღის შემდეგ, ხოლო ცხენების, ღორების და ფრინველის – 7 დღის შემდეგ. რძეშეიძლება გამოყენებული იქნას დასალევად დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

500 გრ. ფოლგის პაკეტებში.

შენახვის პირობები:

სია ბ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს, ქარხნული შეფუთვით, სინესტისა და სინათლისაგანდაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.