
DADAVATI, საქართველო, ჰოლანდია
შემადგენლობა:
ტეტრამიზოლი 200 მგ, სახამებელი 800 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმითური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტეტრამიზოლი წარმოადგენს ორი იზომერის ნარევს: მარჯვნივმბრუნვად (არააქტიურ) და მარცხნივმბრუნვად (ლევომიზოლი-აქტიური).
აქტიური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ფილტვების ნემატოდების მიმართ, მათ შორისHaemonchus sp., Ostectagia sp., Trichostrongylus spp., Nematodirus sp., Bunostomun sp., Oesophagostomum sp., Cooperia sp.: distiokaulus spp. პარაზიტირებულების მცოხნავცხოველებში: Ascaris suum ; Strongyoides ransomi; Metastrongyius sp., Oesophagostomum sp. პარაზიტირებულების ღორებში, Ascarida spp., Capillaria spp. და სხვა ნემატოდებისმიმართ პარაზიტირებულების ფრინველებში.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პარაზიტის განგლიების და ცენტრალურინერვული სისტემის ქოლინომიმეტიკური აქტივობის გაძლიერებაში, ფუმარატ რედუქტაზის დასუქცინატ რედუქტაზის მოქმედების ბლოკირებაში, რაც ნემატოდების დამბლასა და სიკვდილსიწვევს.
პრეპარატის მიეკუთვნება თბილსისხლიანი ცხოველებისათვის ზომიერად ტოქსიურ ნაერთებს
(საშიშროების III კლასი); თერაპიული დოზით არ ავლენს ემბიოტოქსიკურ, ტერატოგენურ დამუტაგენურ მოქმედებას.
პერორალური მიღების შემდეგ ტეტრამიზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია ორგანოებსა და ქსოვილებში აღინიშნება 1 საათში დანარჩუნდება ორგანიმში 24 საათის განმავლობაში. ტეტრამიზოლი გამოიყოფა ორგანიზმიდანძირითადად შარდთან და ნაწილობრივ ფეკალიებთან ერთად.
ჩვენებები:
მხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: დიქტიოკაულოზი, ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კუპერიოზი, სტრონგილიოზი.
ღორების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოცეფალოზი, მეტასტრონგილოზი.
ფრინველების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ასკარიდოზი, კაპილარიოზი, ჰეტერაკიდოზი, ამიდომოსტომოზი, სინგანოზი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება წინასწარი მშიერი დიეტის და გამხსნელი საშუალებების გარეშე, ერთჯერადად, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით, დილის კვებისდროს შემდეგი დოზებით:
მასობრივი დეჰელმინთიზაციის დროს პრეპარატის თითოეულ პარტიას ცდიან მცირე ჯგუფის(5-10 სული) ცხოველებზე. 2-3 დღის განმავლობაში გართულებების არარსებობის შემთხვევაშიდეჰელმინთიზაციას უტარებენ მთლიან სულადობას.
პრეპარატი წყალხსნარის სახით შეყავთ ერთჯერადად პერორალურად შპრიცდოზატორით ანსამკურნალოს საშუალებების შესასხურებელი სპეციალური მოწყობილობებოთ. ჯგუფურიმიღების დროს ტეტრამიზოლის საჭირო რაოდენობას წონიან ცხოველების ჯგუფზე 10-100სულზე, პრეპარატს კარგად გადაურევენ საკვებში (გაანგარიშებით 50-100 გ საკვები ცხოველზე ან5 გ ფრინველზე) და მიღებულ ნარევს აწყობენ საკვებურებში, მათთან ცხოველთა თავისუფალიმისვლის უზრუნველყოფით.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდირებული დოზებით ტეტრამიზოლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არგამოვლენილა.
უკუჩვენებები:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველთა დაკვლა სახორცედ დასაშვებიადეჰელმინთიზაციიდან 10 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხორცისმჭამელ ცხოველთა საკვებად ანხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.
დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის განმავლობაში აკძალულია რძისა და კვერცხის საკვებადგამოყენება. დადგენილ ვადაზე ადრე მიღებული პროდუქცია გამოიყენება ცხოველთა საკვებადან ხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.
ტეტრამიზოლის გამოყენების შემდეგ გართულებების წარმოშობის შემთხვევაში მოცემულისერიის პრეპარატის გამოყენებას წყვეტენ.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას საჭიროა სპეციალური ტანსაცმლის (ხალათი, თავსაბურავი, რეზინისჩექმები, ხელთათმანები) რესპირატორის ან დოლბანდის სახვევის გამოყენება.
მუშაობის დროს აკრძალულია მოწევა, საკვებისა და წყლის მიღება. მუშაობისდამთავრებისთანავე საჭიროა ხელ-პირის დაბანა თბილი წყლით, საპნით და პირში წყლისგამოვლება.
გაცემის წესი: რეცეპტით.
გამოშვების ფორმა:
500 გრამიანი ფოლგის პაკეტში.
შენახვის პირობები:
სია ბ პრეპარატი ინახება მშრალ, მზისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 300 Cტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.