
DADAVATI, საქართველო, ჰოლანდია
შემადგენლობა:
ტეტრამიზოლი 300 მგ, სახამებელი 420 მგ, ტალკი 60 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმითური პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტეტრამიზოლი წარმოადგენს ორი იზომერის ნარევს: მარჯვნივმბრუნავ (არააქტიურ) დამარცხნივმბრუნავ (ლევომიზოლი-აქტიური).
აქტიური კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ფილტვების ნემატოდების მიმართ, მათ შორისHaemonchus sp., Ostectagia sp., Trichostrongylus spp., Nematodirus sp., Bunostomun sp., Oesophagostomum sp., Cooperia sp.: distiokaulus spp. პარაზიტირებულ მცოხნავცხოველებში: suum ; Strongyoides ransomi; Metastrongyius sp., Oesophagostomum sp. პარაზიტირებულ ღორებში, Ascarida spp., Capillaria spp და სხვა ნემატოდების მიმართპარაზიტირებულ ფრინველებში.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პარაზიტის განგლიების და ცენტრალურინერვული სისტემის ქოლინომიმეტური აქტივობის გაძლიერებაში, ფუმარატ რედუქტაზის და
სუქცინატ რედუქტაზის მოქმედების ბლოკირებაში, რაც ნემატოდების დამბლასა და სიკვდილსიწვევს.
პრეპარატის მიეკუთვნება თბილსისხლიანი ცხოველებისათვის ზომიერად ტოქსიურ ნაერთებს(საშიშროების III კლასი); თერაპიული დოზით არ ავლენს ემბიოტოქსიკურ, ტერატოგენურ დამუტაგენურ მოქმედებას.
პერორალური მიღების შემდეგ ტეტრამიზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია ორგანოებსა და ქსოვილებში აღინიშნება 1 საათში დანარჩუნდება ორგანიმში 24 საათის განმავლობაში. ტეტრამიზოლი გამოიყოფა ორგანიზმიდანძირითადად შარდთან და ნაწილობრივ ფეკალიებთან ერთად.
ჩვენებები:
მხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პარაზიტული დავადებების მკურნალობისა დაპროფილაქტიკისათვის: დიქტიოკაულოზი, ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კუპერიოზი, სტრონგილიოზი.
ღორების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ასკარიდოზი, ეზოფაგოსტომოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოცეფალოზი, მეტასტრონგილოზი.
ფრინველების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ასკარიდოზი, კაპილარიოოზი, ჰეტერაკიდოზი, ამიდომოსტომოზი, სინგანოზი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება წინასწარი მშიერი დიეტის და გამხსნელი საშუალებების გარეშე, ერთჯერადად, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით, დილის კვებისდროს შემდეგი დოზებით:
მასობრივი დეჰელმინთიზაციის დროს პრეპარატის თითოეულ პარტიას ცდიან მცირე ჯგუფის(5-10 სული) ცხოველებზე. 2-3 დღის განმავლობაში გართულებების არარსებობის შემთხვევაშიდეჰელმინთიზაციას უტარებენ მთლიან სულადობას.
პრეპარატი წყალხსნარის სახით შეჰყავთ ერთჯერადად პერორალურად შპრიცდოზატორით ანსამკურნალოს საშუალებების შესასხურებელი სპეციალური მოწყობილობით. ჯგუფური მიღებისდროს ტეტრამიზოლის საჭირო რაოდენობას წონიან ცხოველების ჯგუფზე 10-100 სულზე, პრეპარატს კარგად გადაურევენ საკვებში (გაანგარიშებით 50-100 გ საკვები ცხოველზე ან 5 გფრინველზე) და მიღებულ ნარევს აწყობენ საკვებურებში, მათთან ცხოველთა თავისუფალიმისვლის უზრუნველყოფით.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდირებული დოზებით ტეტრამიზოლის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არგამოვლენილა.
უკუჩვენებები:
განსაკუთრებული მითითებები:
სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველთა დაკვლა სახორცედ დასაშვებიადეჰელმინთიზაციიდან 10 დღის შემდეგ. აღნიშნულ ვადაზე ადრე იძულებით დაკლულცხოველთა ხორცი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხორცისმჭამელ ცხოველთა საკვებად ანხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.
დეჰელმინთიზაციიდან 4 დღის განმავლობაში აკძალულია რძისა და კვერცხის საკვებადგამოყენება. დადგენილ ვადაზე ადრე მიღებული პროდუქცია გამოიყენება ცხოველთა საკვებადან ხორცისა და ძვლის ფქვილის წარმოებაში.
ტეტრამიზოლის გამოყენების შემდეგ გართულებების წარმოშობის შემთხვევაში მოცემულისერიის პრეპარატის გამოყენებას წყვეტენ.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას საჭიროა სპეციალური ტანსაცმლის (ხალათი, თავსაბურავი, რეზინისჩექმები, ხელთათმანები,) რესპირატორის ან დოლბანდის სახვევის გამოყენება.
მუშაობის დროს აკრძალულია მოწევა, საკვებისა და წყლის მიღება. მუშაობისდამთავრებისთანავე საჭიროა ხელ-პირის დაბანა თბილი წყლით, საპნით და პირში წყლისგამოვლება.
გამოშვების ფორმა:
300 მგ – 100 ტაბლეტი
შენახვის პირობები:
სია ბ პრეპარატი ინახება მშრალ, მზისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.