მოძებნეთ სასურველი პროდუქცია
1

ოქსიკლოზანიდი 500

DAVATI - საქართველო

შემადგენლობა:
ოქსიკლოზანიდი 500 მგ, სახამებელი 440 მგ, ტალკი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატს გააჩნია მკვეთრად  გამოხატული ანტიჰემინთური აქტივობა ცხოველებში ფასციოლების და პარამფისტების მიმართ. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძვნებულია პარაზიტებში ჟანგვითი ფოსფორილირების წარმათვაზე. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ცხოველების მაკეობაზე.

ოქსიკლოზანიდი დაბალტოქსიურია თბილსისხლიანებისთვის. თეთრ თაგვებში მისი სასიკვდილო დოზა (სდ  50) ორალულად მიღებისას შეადგენს 3519 მგ/კგ. არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი თვისება.

ჩვენებები:
ოქსიკლოზანიდი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვარის, თხის,  ცხენის სადეჰელმინთიზაციოდ ფასციოლოზების და პარამფისტომატოზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ოქსიკლოზანიდი ცხოველებს ეძლევათ ყოველგვარი დიეტის გარეშე, პერორალურად, კონცენტრირებულ საკვებთან ერთად ერთჯერადად შემდეგი დოზებით:
   -    ფასციოლოზის დროს - 1 ბოლუსი 50 კგ ცოცხალ მასაზე;
   -    პარამფისტომატიდოზის დროს - 1 ბოლუსი 35 კგ ცოცხალ მასაზე.
ოქსოკლოზანიდის  ბოლუსი  ცხოველს ეძლევა  იძულებით  ენის  გვირგვინზე  მითავსებით. 

გვერდითი მოვლენები:
 
აღწერილი არ არის.

უკუჩვენებები:
 
გამოვლენილი არ არის.

ოქსიქლოზანიდის პრეპარატებთან მუშაობის დროს დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და ტექნიკის უსაფრთხოების საერთო წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინალურ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის სახორცეთ დაკვლა, ასევე  რძის გამოყენება შეიძლება დეჰელმინთიზაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 500 მგ. 100 ბოლუსი მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები და ვადა:
სია ბ.. პრეპარატი უნდა ინახებოდრს, ქარხნული შეფუთვით, სინესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 35°c  ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
 
3 წელი.