
DAVATI, საქართველო
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ოქსიკლოზანიდი – 300 მგ
ოქსიფენდაზოლი – 300 მგ
დახასიათება:
ოქსიკლოზანიდი სალიცილამიდის ჯგუფის პრეპარატია, ეფექტურია ტრემატოდების უმწიფარი ფორმების მიმართ, ფასციოლოზის, პარამფისტომატოზის, დიკროცელიოზის დროს, ცესტოდების: მონიეზიოზის, ავიტელინოზის, თიზანიეზიოზის დროს. ოქსიკლოზანიდისთვის დამახასიატებელია სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან, ოქსიკლოზანიდით დამუშავებული ცხოველების რძის საკვებად გამოყენება დასაშვებია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 24 სთ ის შემდეგ.
ოქსიფენდაზოლი – ბენზიმიდაზოლის ჯგუფის, მაღალეფექტური პრეპარატია მოქმედებს ცესტოდების ყველა სტადიაში მყოფ ჰელმინთებზე (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი) ნემატოდები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ოსტერტაგიოზი, კუპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოცეფალოზი, დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ცისტოკაულოზი).
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მსხ. რქ. პირუტყვის, ხბოს, ცხვრის და თხის დეჰელმინთიზაციისათვის (ტრემატოდები და ცესტოდები).
უკუჩვენებები:
არ უნიშნავენ დასუსტებულ, დაავადებულ ცხოველებს.
გვერდითი მოვლენები:
დოზირების დაცვისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. შესაძებელია ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მაღალი დოზების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პარაზიტების სიკვდილის შედეგად ანტიგენების გამოყოფაზე.
მიღების წესი და დოზირება:
მსხ. რქ. პირუტყვი, ცხვარი თხა: ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომატოზის დროს – 1 ტაბ. 30კგ ცოცხალ წონაზე.
ცესტოდების შემთხვევაში – 1 ტაბ. 50კგ ცოცხალ წონაზე.
მოცდის (გამოყოფის) პერიოდი:
ხორცისთვის: 7 დღე
რძისთვის: 24 სთ.
გამოშვების ფორმა:
100 ტაბლეტის შემცველობის მუყაოს ყუთი,
700 ტაბლეტის შემცველობის პლასტმასის კონტეინერი.