
DAVATI, საქართველო
შემადგენლობა:
10.0 გ პოვიდონის იოდინი; 1.0 გ გლიცერინი; 0.25 გ ნონოქსილონი-9;0,071 გ ლიმონის მჟავა უწყლო; 0,15 გ ნატრიუმის ორჩანაცვლებულიფოსფატი; pH-სათვის საჭირო რაოდენობა ნატრიუმის ტუტის ხსნარი 10 მლ ხსნარის მისაღებად საჭირო რაოდენობით.
აღწერილობა:
გამჭირვალე, მურა-წითელი ფერის უნალექო სითხე, იოდის დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისება:
პრეპარატს გააჩნია ანტისეპტიკური და ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი აქტიურია ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების, უმარტივესების მიმართ.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება - იოდი - წარმოდგენილია პოლივინილპიროლიდონის იოდის კომპლექსური ფორმოთ. აქტიური იოდის კონცენტრაცია შეადგენს – 0,1%-ს. იოდინისგამოყენების ადგილას წარმოიქმნება თხელი შეღებილი ფენა, რომელიც შენარჩუნებულიამანამ, სანამ იოდის მთლიანი რაოდენობა არ გამოთავისუფლდება. ამის შემდეგ პრეპარატისმოქმედება წყდება.
ფარმაკოკინეტიკა:
იოდის პოლივინილპიროლიდონი მიეკუთვნება იოდიფორებს, რომლებიც აკავშირებენ იოდს. იოდი კანსა და ლორწოვან გარსზე მოხვედრისას თანდათანობით და ზომიერად გამოთავისუფლდება.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის დასამუშავებლად ოპერაციის წინ და/ან მის შემდეგ (მათ შორის ინექციები, პუნქცია, ბიოფსია, სისხლის აღების დროს). ასევე ჭრილობების, დამწრობის, ტროფიკული წყულების, ნაწოლების, სუპერინფექციური დერმატიტების, სამკურნალოდ, პაციენტების ჰიგიენურად დამუშავების, მწვავე და ქრონიკული ვაგინიტების (შერეული, არასპეციფიური ინფექციები, ტრიქომონიაზის და კანდიდოზების დღოს.
მიღების წესი და დოზირება :
იოდინის ხსნარი გამოიყენება განზავების გარეშე ან წყლიანი ხსნარის 1:10 ან 1:100 განზავებული სახით.
კანის ზედაპირის დეზინფექციის მიზნით, კანის ჯამრთელ ზედაპირზე განუზავებელი ხსნარიგამოიყენება ექსპოზიციის სახით 1-2 წთ.
ჭრილობის, დამწრობის, ბაქტერიული და კანის სოკოვანი დაზიანებებისას გამოიყენება იოდინისწყლიანი ხსნარი 1:10 განზავებით.
პაციენტის ჰიგიენისათვის გამოიყენება 1:100 განზავებული წყლიანი ხსნარი.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია იოდზე ადგილობრივი ალერგიული რეაქციები(ქავილი, ჰიპერემია).
უკუჩვენება:
- ჰიპერთირეოზი;
- დიურინგის ჰიპერტიფორმული დერმატიტის;
- რადიოაქტიური იოდის ერთდროული გამოყენება.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; იოდინის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტში წინააღმდეგნაჩვენებია.
განსაკუთრებული მითითებანი:
ადგილობრივი ალერგიული რეაქციების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ხსნარი უნდა განვაზავოთ უშვალოდ გამოყენების წინ. განზავებული ხსნარის შენახვადაუშვებელია!
ხსნარს უნდა ჰქონდეს მუქი-ყავისფერი შეფერილობა. გაუფერულებული ხსნარი მიუთითებსიოდის პოლივინილპიროვიდონის კომპლექსის დარღვევასა და პრეპარატის მოქმედებისეფექტურობის დაქვეითებაზე. სინათლე და 40C –ზე ზევით ტემპერატურე აჩქარებს პრეპარატისაქტიური ნივთიერების დაშლას.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი შეუთავსებელია მადეზიფიცირებელ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიცშეიცავენ ფერმენტებს, ტუტეებს და დამჟანგველებს.
გამოშვების ფორმა:
10 მლ, 30 მლ ან 120 მლ გაუმჭირვალე შუშის ან პლასტმასის ქილებში, მჭიდროდ თავდახურულპოლიეთილენის სახურავით.
შენახვის პირობები :
სია ბ მშრალ, პრეპარატი უნდა ინახებოდეს გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-15Cტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი