facebook pageview
მოძებნეთ სასურველი პროდუქცია
1

ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი

DAVATI – საქართველო

წამლის ფორმა:
ბრილიანტის მწვანე 1% სპირტიანი ხსნარი
სინონიმი: 
ბრილიანტის მწვანე.
Viride nitens
შედგენილობა:
ერთი ფლაკონი (10 მლ) შეიცავს ბრილიანტის მწვანეს 0,1 გ, ეთანოლი 70° 10 მლ. ხსნარის მიღებამდე.
დამხმარე ნივთიერებები: 
ეთანოლი სამედიცინო 70°
Aethanolum Medicinalis
აღწერილობა:
პრეპერატი წარმოადგენს ინტესიური მწვანე ფერის სითხეს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, არ გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი (არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება გარეგანად კანის დაზიანებების დროს. კანის მსუბუქი ანთებითი პროცესებისას (პიოდერმია, ფურუნკულოზი,კარბუნკულოზი) ასევე საოპერაციო არის, ოპერაციების და ტრამვების შემდეგ კანის საფარის გასამუშავებლად. თვალის დაავადების დრის ისმევენ ქუთუთოებზე.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მიღების წესები:
კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ხდება პრეპარატის დატანა კანზე ჯამრთელი ქსოვილების მოცვით.  თვალების დაავადებისას ისმევენ ქუთუთოების კიდეებზე.
სიფრთხილე:
ვიდრე პრეპარატის გამოყენებას დაიწყებდეთ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
გარეგანი გამოყენების სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნაერთებს, შეიძლება მოხდეს ცილოვანი კომპონენტების დენატურაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
ხსნარის დატანისას ლორწოვან გარსზე საჭიროა სიფრთხილე, რადგან პრეპარატი შეიცავს ეთილის სპირტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება.
დამხმარე ნივთიერება:
ეთანოლი, ეთილის სპირტი, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება, დასამუშავებლად, კომპრესების სახით. ეთილის სპირტი სხვადასხვა განზავებით ფართოდ გამოიყენაბა ნაყენების, ექსტრაქტების და გარეგანი ხმარების სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად.
ჭარბი დოზირება:
დიდხანს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციება) ხსნარის  თვალის  ლორწოვან  გარსზე მოხვედრისას იწყება წვა, ცრემლდენა, შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობები.
ვარგისიანობის ვადა: 
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა:
10
 მლ. ხსნარი მუქი ფერის, მინის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ბ სია, ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან მოფრთხილებით.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.