დავით შალამბერიძე
ვეტერინარი სპეციალისტების ყოველღიური საზრუნავია ცხოველთა მოზარდეულის ინფექციური დაავადების (სალმონელოზი, ეშერიხიოზი) წინააღმდეგ ბრძოლა.
სალმონელოზის მკურნალობის და პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებების ძიებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სალმონელოზთან და მოზარდი პირუტყვის სხვა ინფექციებთან (ეშერიოხოზი) ბრძოლას ართულებს ამ მიკროორგანიზმების რთული ბიოლოგიური თვისებები, პირველ რიგში ანტიბიოტიკის მიმართ პოლირეზისტენტული შტამების ფორმირება.
აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი სამკურნალო თვისებების მქონე პრეპარატის დამზადება.
ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს ფირმა „დავათში“ დამზადებული პრეპარატი ტილოზინ ტარტარატის ფხვნილი.
კონტროლირებადი ლაბორატორიული ცდებით წიწილებზე დადგენილ იქნა, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატი ტილოზინი ტარტარატი ხასიათდება მაღალი სამკურნალო ეფექტურობით სალმონელების, ეშერიხიების, სტაფილოკოკების და სტრეფტოკოკების მიმართ.
პრეპარატის საწარმო პირობებში გამოცდამ სალმონელოზით დაავადებულ გოჭებზე დაგვანახა, რომ ტილოზინ ტარტრატი ეფექტურია დაავადებული გოჭების სამკურნალოდ.