
DAVATI - საქართველო
წამლის ფორმა:
კატაბალახას სპირტიანი ნაყენი.
სინონიმი:
ვალერიანას ნაყენი.
შემადგენლობა:
კატაბალახას დაწვრინმანებული ფესვები და ფესვსურები 200,0 70° ეთილის სპირტი 1 ლ. ნაყენის მიღებამდე.
დამხმარე ნივთიერება:
ეთილის სპირტი 70°
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს მოწითალო-რუხი ფერის სითხეს (მუქდება მზის სხივების მოქმედებით), დამახასიათებელი არომატული სუნით და მოტკბო მშუშხავი გემოთ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პარასამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი არის მცენარეული წარმოშობის იწვევს მკვეთრად გამოხატულ სედატიურ ეფექტს. დამამშვიდებელი ეფექტი ვლინდება ნელა, თუმცა საკმარისად სტაბილურად. ავადყოფს აღარ აღენიშნება მომატებული გაღიზიანება. უმჯობესდება ძილი. კატაბალახას ნაყენის მოქმედების შედეგს წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობის შემცირება. ასევე პრეპარატს გააჩნია ნაღველმდენი მოქმედება, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების სეკრეციას, აფართოებს კორონალურ სისხლძარღვებს. იგი ახდენს სამკურნალო მოქმედებას სისტემატური და ხანგრძლივი გამოყენებისას.
ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება მომატებული ნერვული აღგზნებადობით, გამოწვეული უძილობის დროს. კუწ-ნაწლავის სისტემის მსუბუქი ფუქციონალური დარღვევის დროს, როგორც წესი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპერატის მიმართ.
მიღების წესი:
მიიღება პერორალურად დღეში 3-4 ჯერ 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე. ბავშვებს ერთ მიღებაზე ეძლევათ იმდენი წვეთი რამდენი წლისაც არის.
სიფრთხილე:
კატაბალახას ნაყენი პოტენცირებას უკეთებს სედატიური საშუალებების მოქმედებას. ვიდრე დაიწყებდეთ პრეპარატის მიღებას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფარმადინამიკური ბარბიტურატების (ფენობარბიტალი და სხვა) ტრაკვილიზატორების (ნიტრაზეპამი, დიაზეპამი და სხვა), კატაბალახას ნაყენის კომბინირებული გამოყენება ახანგრძლივებს ძილს და აძლიერებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკური ადსორბენტები, შემკვრელი საშუალებები ამცირებენ კატაბალახას ნაყენის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
განსაკუთრებული მითითებები:
კატაბალახას ნაყენი პოტენცირებს საძილეების, სპაზმოლიტური და სედატიური საშუალებების მოქმედებას.
ჭარბი დოზირება:
კატაბალახას დიდი დოზირებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ზოგადი ხასიათის უგუნებობა რომელიც ქრება პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადააქვთ ავადმყოფებს გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აღენიშნებათ აწეული მგრძნობელობა ხანგრძლივი მიღებისას, შეიძლება შრომისუნარიანობის დაქვეითება. სისუსტე, მოთენთილობა, გვერდითი მოვლენები სწრაფად ქრება დოზის შემცირებისას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
25 მლ. ნაყენი მუქი ფერის მინის ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.