დავით შალამბერიძე


ყოველდღიურად მატულობს კერძო საოჯახო მეფრინველეობის ფერმები, სადაც ხშირად დარღვევით სრულდება ტექნოლოგიური პროცესები. ტექნოლოგიური პროცესების დარღვევას ზოგჯერ ადგილი აქვს მსხვილ საწარმოებშიც. აქედან გამომდინარე, ქვეითდება ვეტერინარული სანიტარიული დონე. ამ ფონზე კი ფერმაში მუდმივად მატულობს ფრინველის ბაქტერიული დაავადებები. წიწილებში 1-90 დღის ასაკში ადგილი აქვს სალმონელოზს, ეშერიოზს, სტაფილოკოზს და სტრეფტოკოკოზს, რომლებიც დიდი ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეურნეობებს.

აღნიშნული დაავადებების საწინააღმდეგოდ მუდმივად მიმდინარეობს ახალი სამკურნალო პრეპარატები ძიება. ფირმა „დავათში“ დაიწყეს ანტიბაქტერიული პრეპარატის ენროფლოქსაცინის (10 %) წარმოება.

ჩატარებული ლაბორატიული და საწარმო ცდებით დადგინდა, რომ პრეპარატი ენროფლოქსაცინი უვნებელია და ავლენს მაღალ სამკურნალო პროფილაქტიკურ ეფექტურობას, ფრინველების ბაქტერიული დაავადების დროს.