
Tylosin tartrate
DAVATI, საქართველო, ჰოლანდია
ფხვნილი ორალური გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
ტილოზინ ტარტრატი – 1000 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტილოზინი მიეკუთვნება ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკების ჯგუფსმოქმედების ფართო სპექტრით. იჩენს აქტივობას გრამდადებითი მიკრობების (კოკების, კორინებაქტერიების, კლოსტრიდიების, ერიზიპელას მიმართ) და ზოგი გრამუარყოფითიმიკროორგანიზმების მიმართ როგორიცაა (პასტერელა, ჰემოფილუსი, ბრუცელა) აგრეთვევიბრიონის ლეპტოსპირას, რიკეციას, სპიროქეტას, მიკოპლაზმის საწინააღმდეგოდ. გამოყენებისას ტილოზინი კარგად შეითვისება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან და ქმნისბაქტერიოსტატიკურ კონცენტრაციას სისხლში და ქსოვილებში. გამოიყოფა უმთავრესადშარდით, მცირე რაოდენობით ნაღველთან ერთად, რძესთან და კვერცხთან. თავსებადიასულფანილამიდებთან, ტეტრაციკლინებთან, ნიტროფურანებთან, ერითრომიცინთან, სპექტინომიცინთან ერთად გამოყენებისას.
ჩვენებები:
გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკასა და მკურნალობისათვის ფრინველებში, ღორებში, ხბოებში, ცხვარსა და თხაში. ქრონიკული რესპირატორული ინფექციებისმკურნალობისათვის ფრინველებში, მიკოპლაზმოზის, სპიროქეტოზის, სინუსიტის ნეკროზულიენტერიტის და გადამდები სურდოს მკურნალობისათვის ქათმებში და ინდაურებში. აგრთვედიზენტერიის გასტროენტეროკოლიტის მკურნალობისათვის ღორებში.
დოზირება:
ხბო, ცხვარი და თხა – 5 გრ 220–250 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ორჯერ 5–7 დღის განმავლობაში;
ფრინველი – 100 გრ 150–200 ლ სასმელ წყალზე 3–5 დღის განმავლობაში;
ღორი – 100 გრ 300–400 ლ სასმელ წყალზე 5–7 დღის განმავლობაში;
გვერდითი მოვლენები:
დოზირების დაცვისას არ აღინიშნება.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ქათმებში კვერცხის ადამიანების კვებისტვისრეალიზაციის დროს
მოცდის პერიოდი:
ქათამი და ღორი – 5 დღე
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ ბნელ ადგილას 0–25 C0 3 წელი